ქართული ღვინის გილდიის“ ორგანიზებით, ღვინის სადეგუსტაციო მაღაზია „რეზერვის“ , უფლისციხის მუზეუმის და ჟურნალის HOMELAND OF WINE მხარდაჭერით 21 ნოემბერს ჩატარდა კონკურსი „ქართლის ღვინო უფლოსიდან თანამედროვეობამდე“.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ქართლის რეგიონში არსებული ვაზის ჯიშის ყურძნისგან წარმოებული ღვინოები.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 23-მა მწარმოებელმა.
საკონკურსო ნიმუშები შეფასდა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი დეგუსტატორების მიერ (OIV) – რეზოლუცია – RÉSOLUTION OIV/CONCOURS 332B/2009-ის” ს მიხედვით.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი 80 და მეტი ქულის შეფასების მქონე ღვინოების სურათი და შესაბამისი ინფორმაცია აიტვირთვება ჩვენს ვებგვერდზე topgeorgian.wine , ასევე ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებზე.
საუკეთესო ღვინოების ათეული დაიბეჭდება ჟურნალში „Homeland of Wine“ – დეკემბრის ნომერში, ხოლო ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ღვინის მწარმოებელი მარანის შესახებ სპეციალური ვიდეო მომზადდება მაღაზია „რეზერვის“ მიერ.
ისტორიკოსი ჯაბა სამუშია მოგვითხრობს უფლისციხის შესახებ, ქალაქის სადაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იწარმოებოდა ღვინო.