„ქართული ღვინის გილდიის“ ახალი ინიციატივა !
ახალი ღვინოების დეგუსტაცია !!!
ხარისხზე ორიენტირებულ მემარნეთა მხარდაჭერისათვის !!!
ჩვენი დეგუსტატორების მაღალკვალიფიციური გუნდი შეგიფასებთ და მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი ახალი ღვინის გემოვნური თვისებებისა და ხარისხის შესახებ !!!
დეგუსტაციის შედეგები დაგეხმარებათ დაგეგმოთ ამ ღვინის შემდგომი ტექნოლოგიური ოპერაციები, მარკეტინგული სტრატეგია და სწორედ განსაზღვროთ მისი ფასი.
სადეგუსტაციო ნიმუშები მიიღება 2 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით. დეგუსატაცია ჩატარდება 19 მარტს.
ხალხური თქმულების თანახმად, ქვევრი მანამ უნდა გაიხსნას სანამ ხეში წყალი ჩადგება.
ლევან ჯორჯაძე თავის წიგნში ,,მევენახეობა და ღვინის დაყენება კეთება და გაუმჯობესობა ხელმძღვანელობისათვის“ (1876 წლის გამოცემა გვ 111) ,,ღვინის გადაღება 1 მარტს გადასცილდა არ არის კარგი ღვინისათვის“.
ილია ჭავჭავაძე ნარკვევებში ,,ღვინის ქართულად დაყენება“ (ტფილისი 13 მარტი) აღნიშნავს, ჭაჭა და თხლე დაწმენდის მერმედ სწყინს ღვინოსა, ვინც დიდხანს თხლე-ჭაჭაზედ ინახავს ღვინოს, და თუ მოუცდა ლოდინი, მაინც თებერვალს და მარტს აღარ გადააცილებს და გადაიღებს ხოლმე“.
ღვინის დავარგებისას მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესების ცოდნის საფუძველზე, ღვინის ყურძნის მაგარ ნაწილებსა და ლექზე ხანგძლივი დატოვებით იქმნება რისკი გოგირდწყალბადის, მერკაპტანის ზადის განვითარების (ლაყე კვერცხის, დამპალი ხახვის, ნივრის, დამწვარი რეზინისა და გაზის სუნი) რისკი. ასევე, იმ შემთხვევაში თუ ღვინის გადაღებას 20°C – ზე მეტ ტემპერატურაზე განვახორცილებთ ერთიორად იზრდება ღვინის დაჟანგვის რისკი.
დარგის მარეგულირებელი დოკუმენტაციის თანახმად, ქვევრის ღვინო დადუღებული და დავარგებული უნდა იყოს ქვევრში არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე. ზოგიერთი დაცული ადგილწარმოშიბის დასახელების ღვინოები ქვევრში ჭაჭაზე რჩება 1 თებერვლამდე.
მაშ ასე, 1 მარტამდე გადაიღეთ ღვინოები, გახსენით ქვევრები და დროებით ეტიკეტით გაფორმებული ახალი ღვინის მინის ბოთლები წარმოადგინეთ დეგუსტაციაზე.
1 ნიმუშის დეგუსტაციის ღირებულება – 50 ლარი
2 ნიმუშის – 90 ლარი
3 ნიმუშის – 80 ლარი
ჩვენ მკაცრად ვიცავთ ეთიკის ნორმებს!
დეგუსტაციის შედეგები კონფედენციულურია და მიეწოდება მხოლოდ მწარმოებელს!
ზადის ან ნაკლის იდენტიფიკაციის შემთხვევაში გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას!!!
ღვინოები შეფასდება ხუთ ქულიანი სისტემით (ფერი/გამჭვირვალობა; ზადი.ნაკლი; არომატი, გემო, ჰარმონია)
შეფასების სისტემა:
4,5-5 ქულა=შესანიშნავი
3,5-4,0 ქულა= ძალიან კარგი
2,5-3 ქულა=კარგი
1,5-2 ქულა=დამაკმაყოფილებელი
0,5-1 ქულა არა დამაკმაყოფილებელი
0 ქულა =არ შეფასდა
მის.: 9 აპრილის ქუჩა #3
ტელ: 511 182 325;