სიახლეები, სიახლეები

დაიწყო რეგისტრაცია ღვინის დეგუსტაციის სასწავლო კურსზე

დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე

„ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია“ !!!

გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი !
40% თანადაფინანსება – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ხარისხზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები!
პროგრამაზე სწავლების განხორციელების უფლება მოპოვებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ !!!

პედაგოგები ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეგუსტატორები: მარიამ ხომასურიძე, ირმა ჯანტურია, ნინო მაისურაძე, თინათინ ჯაჯანიძე.

ღირებულება – 1128 ლარი (გადახდა 2 ეტაპად  564-564 ლარი )

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, არასამუშაო დროს.

პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას:

  • დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა;
  • დეგუსტაციის   ორგანიზაცია;
  • ღვინითა და ალკოჰოლური სასმელებით მასპინძლობის ეტიკეტი;
  • გასტრონომიული პროდუქტების, კერძებისა და სასმელის შეხამების ძირითადი პრინციპები;
  • ღვინის არომატი და ფერი;
  • ზადისა და ნაკლის განმარტება;
  • ღვინის ზადები (მიკრობიოლოგიური დაავადებები);
  • ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სასმელების კლასიფიკაცია;
  • საღვინე ვაზის ჯიშები;
  • სხვადასხვა კატეგორიის/ტიპის ღვინის, ცქრიალა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებები;
  • საქართველოს სხვადასხვა მევენახეობა – მეღვინეობის რეგიონებში დამზადებული: თეთრი, ვარდისფერი, წითელი, დაცული ადგილწარომოშიბის დასახელების, ქვევრის წითელი და ქარვისფერი  ღვინოების დეგუსტაცია;
  • ცქრიალა ღვინოებისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია (ბრენდი, ჭაჭა);
  • ევროპული (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი) და ახალი მეღვინეობის ქვეყნების (აშშ, ჩილე, ახალი ზელანდია) ღვინოების დეგუსტაცია;

სასწავლო კურსის განმავლობაში:

  • სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება 64 ბოთლი სხვადასხვა მაღალი ხარისხის ღვინო და ალკოჰოლური სასმელი;
  • 3 პრაქტიკული მეცადინება ეთმობა მოდულურ ხსნარებზე ვარჯიშს;
  • 16 პრაქტიკული მეცადინეობა ეთმობა ვარჯიშს ღვინის ზადების ამოცნობაზე. სწავლებისას გამოიყენება სხვადასხვა ზადის მქონე ღვინის რეალური მაგალითები და მოდელური ხსნარების ნაკრები.

პრაქტიკა:

რეგისტრაციისთვის მობრძანდით:
მის.: ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის №28
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 579210914
ელ.ფოსტა: georgianwineguild@gmail.com

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *