დეგუსტაციის შესახებ

დეგუსტაცია ტარდება საქართველოში. სადეგუსტაციო კომისიის წევრები არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დეგუსტატორები. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ნიმუშების ორგანოლეპტიკური შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით, “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) – რეზოლუცია –  RÉSOLUTION OIV/CONCOURS 332B/2009-ის”  ს მიხედვით.

საიტზე იტვირთება მხოლოდ ის ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც დეგუსტაციის შედეგად დაიმსახურებენ 80 და 80 ქულაზე მეტ შეფასებას.

სენსორული შეფასების ქულა საიტის ვიზიტორს აწვდის ინფორმაციას ღვინის ხარისხის შესახებ:

  • 92-100 ქულა – კლასიკური: დიდებული, განსაკუთრებული მაღალი ხარისხის;
  • 85-91 ქულა – გამორჩეული: უმაღლესი ხასიათი და სტილი, მაღალი ხარისხის;
  • 83-84 ქულა – ძალიან კარგი: განსაკუთრებული თვისებით;
  • 80-82 ქულა – კარგი: სოლიდური, კარგად დამზადებული;
  • 0-79 ქულა – ასეთი შეფასებისას პროდუქტი ვებგვერდზე ატვირთული არ არის.