სიახლეები

ღვინის დეგუსტაციის პროფესიული გადამზადების პროგრამა

 

დაიწყო რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების პროგრამაზე :

„ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია “
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი
პროგრამა ითვალისწინებს:

• ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური შეფასების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას;

• ღვინის ზადისა და ნაკლის (სხვადასხვა დეფექტების, მიკრობიოლოგიური დაავადებების) სენსორული მახასიათებლებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლას;

• სხვადასხვა სახის დეგუსტაციის დაგეგმვასა და ჩატარებას;

• ალკოჰოლური სასმელების სერვინგის ეტიკეტის სწავლებას;

• მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოებული სასმელების დეგუსტაციას;

• პრაქტიკას ღვინის სადეგუსტაციო მაღაზიაში „რეზერვი“ და ღვინის მწარმოებელ, ერთ-ერთ უძველეს მარანში „შატო ზეგაანი“.

პროფესიული გადამზადების პროგრამას გაუძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეგუსტატორები.

პროგრამა ნაწილობრივ (25%) ფინანსდება განათლების სამინისტროს მიერ.

სწავლების ხანგრძლივობა – 3 თვე

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით  ტელ.: 579210914

ან მოგვწერეთ ელ.ფოსტა : georgianwineguild@gmail.com

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *