უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი “ბოლნისი ოქორსფერი ღვინის ქალაქი” წელს უკვე მეორედ ჩატრადა 2022 წლის 3 ივლისს. ფესტივალის ფარგებლში ქართული ღვინის გილდიამ, როგორც თანაორგანიზატორმა პროექტის – ქართული საუკეთესო ღვინოების ( Topgeorgian.wine ) ფარგლებში ჩაატარა ბოლნისში წარმოებული ღვინოების კონკურსი. ნიმუშების შეფასება მოხდა ადგილობრივი და
საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი დეგუსტატორების მიერ.
დეგუსტაცია ჩატარდა RESOLUTION OIV/CONCOURS 332A/2009 სტანდარტით. კონკურსში მონაწილება მიიღო 26- მწარმოებელმა. ჯამში წარდგენილი იყო 73 ნიმუში, აქედან 80 და ზემოთ შეფასება მიიღო 39-მა ნიმუშმა. ყველა ეს ნიმუში ატვირთულია ამ საიტზე კატალოგის განყოფილებაში. ხოლო საუკეთესო ათეული დაბეჭდილია ჟურნალში Homeland Of Wine.
1. ბრინჯაო – 13 ნიმუში.
2. ვერცხლი – 6 ნიმუში.
3. ოქრო – 17 ნიმუში.
4. დიდი ოქრო – 3 ნიმუში.
ფესტივალზე ღონისძიების მსვლელობისას ქართული ღვინის გილდიამ წარადგინა 39-ივე ნიმუშის პრეზენტაცია და მწარმოებლებს გადაეცათ ჩვენგან შესაბამისი სიგელები.
პრეზენტაციის დაასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას ქონდა შესაძლებლობა ეს ღვინოები დაეგემოვნებინათ და სურვილის შემთხვევაში იქვე შეეძინათ.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბოლნისურ ღვინოებთან შეხამებული ბოლნისური, ავთენტური კერძები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა.
ფესტივალის ორგანიზატორები :
- Wine Bolnisi/ღვინო ბოლნისი
- ქართული ღვინის გილდია • Georgian Wine Guild
- N Line Media • ენ ლაინ მედია
- გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია.
ფესტივალის მხარდამჭერი ორგანიზაციები:
- RMG / არემჯი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall
- Bolnisi Agro Center / ბოლნისის აგროცენტრი
- ჟურნალი Homeland Of Wine
იხილეთ სიუჟეტი :