სიახლეები

იმერული ღვინის კონკურსის დაჯილოდოების ცერემონიალი

ქართული ღვინის გილდია აგრძელებს რეგიონალური კონკურსების ჩატარებას.
ამჯერად კი წარმოგიდგენთ „იმერული ღვინის კონკურსის“ შეჯამებას.
კონკურსის მიზანი იყო იმერული ვაზის ჯიშის ყურძნისგან წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოჩენა და მათი პოპულარიზაცია.
კონკურსის ფარგლებში მიღებული ნიმუშების შეფასება მოხდა ადგილობრივი და
საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი დეგუსტატორების მიერ.
კონკურსი ჩატარდა RESOLUTION OIV/CONCOURS 332A/2009 სტანდარტით.
კონკურსი ჩატარდა ქართული ღვინის გილდიის ეგიდითDMO იმერეთისიმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებითა და ჟურნალის HOMELAND OF WINE მხარდაჭერით. დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა ქალაქ ქუთაისში DMO იმერეთის ორგანიზებით.

სულ წარმოდგენილი იყო 49 მწარმოებლის 85 ღვინის ნიმუში.
აქედან 80-ის ზემოთ ქულა მიიღო 37-მა ნიმუშმა.

1. ბრინჯაო – 5 ნიმუში.
2. ვერცხლი – 8 ნიმუში.
3. ოქრო – 19 ნიმუში.
4. დიდი ოქრო – 5 ნიმუში.

წარმოგიდგენთ მედალოსანი ღვინოების მწარმოებელ კომპანიებს:
საზანოს ღვინო
ჭური ჩინებული
მარანი ზოდი
ბარბალეს მარანი
ვილა მოსავალი
იმერეთის მარგალიტი
მარანი “ჭურისთავი”
Vinotells
ბაიას ღვინო
ზურაბ ღვალაძის ღვინის მარანი
გაიოზ სოფრომაძის მარანი
აკაკი ხორავას მარანი
მეღვინეობა ნიოსები
უჩას ღვინო
ტარიელ მიქაბაძე/მეღვინეობა წითელი ვარდი
ირაკლი გვაზავა/მეღვინეობა კაჟონა
ბაგრატის ღვინო
მეღვინეობა ძველი დარბაზი
ხურციძეების მარანი
შერმა-საოჯახო მეღვინეობა
ბაბას მარანი
მშვენიერაძის მარანი
ოთოს ღვინო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *