დაიწყო რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების პროგრამაზე:
“ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები”
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი
პროგრამა ითვალისწინებს:
• სხვადასხვა კატეგორიის ღვინის ტექნოლოგიების, საჭირო აპარატებისა და მასალების შესწავლას;
• ღვინის წარმოებისას მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესების სწავლებას:
• ღვინის ხარისხსა და შემადგენლობაზე მოქმედი ფაქტორების გაცნობას;
• მეღვინეობის მარეგულირებელი დოკუმენტაციიის და სერტიფიცირების პროცედურების გაცნობას;
• ღვინის მწარმოებელ, ერთ-ერთ უძველეს მარანში „შატო ზეგაანი“ ღვინის წარმოების ტექნოლოგიური ოპერაციების წარმართვაში პრაქტიკულ მონაწილეობას;
• სასწავლო ექსკურსიას კახეთში:
შეხვედრა ქვევრის ღვინის მწარმოებელთან კახურ ტრადიციულ მარანში;
ვიზიტი მეთუნესთან – ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის გაცნობა.
პროგრამა ნაწილობრივ (25%) ფინანსდება განათლების სამინისტროს მიერ!
სწავლების ხანგრძლივობა – 5 თვე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 579210914
ელ.ფოსტა: georgianwineguild@gmail.com