„ქართული ღვინის გილდიის“ ინიციატივით შექმნილი პროქტის “Topgeorgian.wine” ფარგლებში პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა 2019 წლის 18 მაისს, სასტუმრო „ციტრუსში“. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 27 კომპანიის მიერ წარმოებული 110 დასახელების ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის ნიმუში.
ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური მახასიათებლები შეფასდა 20 მაღალკვალიფიციური დეგუსტატორის მიერ.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი 110 ნიმუშიდან 80 და 80 ქულაზე მეტი შეფასება დაიმსახურა 87-მა ნიმუშმა.