საფერავის ჯიშის ყურძნის ნერგები გაშენდა 2017 წელს ფაფრის ველის მიკროზონაში.
ნიადაგი, სადაც ვენახი გაშენდა იყო 16 წლის დაუმუშავებელი და მისი დამუშავება მოხდა ყოველგვარი წესების დაცვით.
ვაზის დამუშავება ხდებოდა შემდეგნაირად: მოხვნა- გუთნით (ცხენით), შეწამვლა კოსაიდით(ბიო), პერიოდულად კი წყალში ხსნადი გოგირდის დამატებით, ასევე ჭიების საწინააღმდეგოდ ბიო პრეპარატების შესხურებით.
2019 წელს მიღებული მოსავლის პირველი ნიშანი სრულად მოვაცილეთ ვაზს. 2020 წელს კი მიღებული იქნა პირველი მოსავალი, რომელიც დაკრეფილი იქნა ყუთებში და უჟანგავი მეტალის ყურძნის საჭყლეტით ჩაწურული იქნა ქვევრში. ჭაჭის მოეიდება მოხდა მე-18-ე დღეს და და დაილუქა ქვევრში.
ღვინო ხასიათდება მაყვლის, ალუბლის მურაბის, ხილის ჯემის და შავი ქლიავის ჩირის არომატებით. რეკომენდირებულია მისი მირთმევა ნანადირევთან, საქონლის ხორცთან, ფრინველის შემწვარ ხორცთან ან ახალ ყველთან ერთად.