სიახლეები

რეგისტრაცია მეღვინე ტექნოლოგის პროგრამაზე!

დაიწყო რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების პროგრამაზე: “ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები”

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი 

  • სხვადასხვა კატეგორიის/ტიპის ღვინის ტექნოლოგიების და მათ დასამზადებლად საჭირო აპარატებისა და მასალების შესწავლას: ქვევრის ღვინო, ბიო ღვინო, შემაგრებული ღვინო, ცქრიალა ღვინო, ბუნებრივად ნახევრად მშრალი/ ტკბილი ღვინოები და სხვა;
  • ღვინის წარმოებისას მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პროცესების სწავლებას;
  • ღვინის ხარისხსა და შემადგენლობაზე მოქმედი ფაქტორების გაცნობას;

მეღვინეობის მარეგულირებელი დოკუმენტაციის, სერტიფიცირების პროცედურების გაცნობასა, ღვინის ბრენდინგისა და მარკეტინგის საკითხების სწავლებას.

  • ISO -სსერტიფიკატი მქონე ბიო ღვინის მწარმოებელ ერთ-ერთ უძველეს მარანში „შატო ზეგაანი“;
  • ღვინის ორ ინდუსტრიულ საწარმოში (საწარმოო პროცესის გაცნობა, ღვინოების დეგუსტაცია);
  • ქვევრის ღვინის ორ მარანში ( საწარმოო პროცესის გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია).

ღირებულება - თვეში 588 ლარი (სულ 2940 - ლარი); რეგისტრაციის ეტაპზე, არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა აუცილებელია პირველი თვის საფასურის გადახდა.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 19:00 საათი.

სწავლა ჩატარდება COVID -19 ყველა რეგულაციების დაცვით, მსმენელი რეგისტრაციის დროს, სწავლის დაწყებამდე უნდა იყოს მინიმუმ ერთხელ აცრილი COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით.

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 12 ოქტომბრიდან ვებ.გვერდზე: vet.emis.ge

ან მობრძანდით მის.: ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის №28. 12:00 - 16:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

 ტელ: 579210914  

ელ.ფოსტა: georgianwineguild@gmail.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *